მოლდოვის პრეზიდენტის კორტეჟი ავარიაში მოყვა –ვიდეოკადრები

© REUTERS / Gleb Garanichიგორ დოდონი
იგორ დოდონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოსაგზაო შემთხვევა პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა.

თბილისი,  23 თებერვალი  — Sputnik.  ვიდეო, რომელშიც ასახულია მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დოდონის კორტეჟის ავტომობილს თუ როგორ ეჯახება შემხვედრი მიმართულებით მოძრავი მანქანა, ინტერნეტში გავრცელდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც პარასკევს მოხდა, პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა. 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა. მოლდოვის პრეზიდენტი ამ დროს სხვა ავტომობილში იმყოფებოდა.

„მე უსაფრთხოდ ვარ! ამჯერად ავტომობილი, რომლითაც მე გადავაადგილდებოდი, არ დაზიანებულა, თუმცა, დაცვის სამსახურის თანამშრომლების ავტომობილი დაზიანდა. გთხოვთ ყველას, კოლეგებს, მეგობრებს, მომხრეებს ამ თემით  სპეკულაციისგან თავი შეიკავოთ“, – დაწერა დოდონმა საკუთარ Facebook–გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0