ლაგერფილდის მემკვიდრე კატა „განცხადებას ავრცელებს"

© photo: Choupette Lagerfeld / FBკარლ ლაგერფილდი და მისი კატა
კარლ ლაგერფილდი და მისი კატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი მოდელიერის მემკვიდრე თავის პატრონს „გლოვობს"

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. გარდაცვლილი მოდელიერის კარლ ლაგერფილდის კატამ სახელად შუპეტი „განცხადება გაავრცელა" თავის Twitter-ზე, სადაც მას 51 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

Chanel-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი, მსოფლიოს უდიდესი, ლეგენდარული დიზაინერი კარლ ლაგერფილდი სამშაბათს საფრანგეთში 85 წლისა გარდაიცვალა.

„ყველას მადლობა თანაგრძნობისთვის. გულგატეხილი ვგლოვობ. ვლოცულობ, რომ თქვენმა კეთილმა სიტყვებმა და სურვილებმა მამიკო კარლოს გარეშე სიცოცხლე და დამოუკიდებელ ქალად გახდომა შემაძლებინოს", - ნათქვამია განცხადებაში.

კარლ ლაგერფილდი - Sputnik საქართველო
კარლ ლაგერფილდთან გამომშვიდობება არ გაიმართება

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიზაინერის 150 მილიონიანი ქონება მის საყვარელ კატას რჩება.

შუპეტი ლაგერფილდის ცხოვრებაში 2011 წელს გამოჩნდა. მოდელიერმა მასზე წიგნი დაწერა. დიზაინერს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სწორედ შუპეტია მისი „სამყაროს ცენტრი".

შუპეტს აქსესუარების თავისი ხაზი აქვს, რომელსაც წელიწადში სამ მილიონ ევრომდე მოგება მოჰოქნდა.

ყველა ახალი ამბავი
0