17:23 22 თებერვალი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0128
  • 100 RUB4.0560
  • USD2.6570
მრავალშვილიანი ოჯახი

უნგრული ინიციატივა: მრავალშვილიან ოჯახებს გადასახადები სამუდამოდ გაუუქმდა

© Sputnik / STRINGER
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1637)
548 0 0

აღნიშნული გეგმის თანახმად, ქალები, რომლებიც ოთხზე მეტ შვილს ზრდიან, სამუდამოდ თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადებისგან. გარდა ამისა, მრავალშვილიან ოჯახებს სახელმწიფო გამოუყოფს სუბსიდიას შესაფერისი ავტომობილის შესაძენად.  

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შობადობის გაზრდისა და იმიგრაციის შემცირებისათვის მთელ რიგ სიახლეებს ნერგავს, იუწყება CNBC-ი.
ორიოდე დღის წინ ორბანმა „ოჯახის დაცვის გეგმა“ გამოაქვეყნამ რომელიც შვიდი პუნქტისგან შედგება. 

აღნიშნული გეგმის თანახმად, ქალები, რომლებიც ოთხზე მეტ შვილს ზრდიან, სამუდამოდ თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადებისგან. გარდა ამისა, მრავალშვილიან ოჯახებს სახელმწიფო გამოუყოფს სუბსიდიას შესაფერისი ავტომობილის შესაძენად.  

ამასთან, „სამოქმედო გეგმა“ ორშვილიანი ოჯახებისთვის აფართოვებს საკრედიტო პროგრამას საცხოვრებლის შესაძენად.

გეგმა შეეხო 40 წლამდე ასაკის ქალებსაც. ყველა მათგანს ენიჭება უფლება, ისარგებლოს შეღავათიანი კრედიტით პირველი დაქორწინებისთანავე.   

ქვეყნის პრემიერის განცხადებით, ბებიებსა და ბაბუებს ასევე მიეცემათ დახმარება იმ შემთხვევაში, თუ ისინი პატარა ბავშვებს მშობლობას გაუწევენ.  

ევროსტატის მონაცემებით, 2017 წელს უნგრეთში 94 600 ბავშვი დაიბადა მაშინ, როცა სიკვდილიანობის მაჩენებელი 131 900 კაცს შეადგენდა. ეს კი მოსახლეობის 37 ათასი კაცით შემცირებაზე მიუთითებს. 

შობადობა და სიკვდილიანობა საქართველოში
© Sputnik /
შობადობა და სიკვდილიანობა საქართველოში
თემები:
მსოფლიო დღეს (1637)

მთავარი თემები