აფეთქება პარიზში - დაიღუპა 3, დაშავდა 50 ადამიანი

© REUTERS / BENOIT TESSIERაფეთქების ადგილი პარიზში
აფეთქების ადგილი პარიზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. პარიზის ცენტრში საფუნთუშეში მომხდარი ხანძრის შემდეგ აფეთქება მოხდა, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ორი მეხანძრე. მესამე დაღუპული ესპანეთის მოქალაქეა, იუწყება РИА Новости France Info-ზე დაყრდნობით.

© REUTERS / BENOIT TESSIERმეხანძრეები და მაშველები პარიზში აფეთქების ადგილას
აფეთქება პარიზში - დაიღუპა 3, დაშავდა 50 ადამიანი - Sputnik საქართველო
მეხანძრეები და მაშველები პარიზში აფეთქების ადგილას

დაახლოებით 50 ადამიანი დაშავდა. საქართველოს საკონსულოს საფრანგეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შესულა, იუწყება პირველი არხი.

„ათი ადამიანი, მათ შორის ერთი მეხანძრე მძიმე მდგომარეობაშია. 37 ადამიანი საშუალო სიმძიმის მდგომარეობაშია“, - დაწერა საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა Twitter-ში.

© REUTERS / SOCIAL MEDIAმეხანძრეები და მაშველები პარიზში აფეთქების ადგილას
აფეთქება პარიზში - დაიღუპა 3, დაშავდა 50 ადამიანი - Sputnik საქართველო
მეხანძრეები და მაშველები პარიზში აფეთქების ადგილას

აფეთქების ხმა დილის 9:00 საათზე გაისმა საცხობში, რომელიც ტრევიზის და სენტ-სესილის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელ სახლებში შუშები ჩაიმსხვრა.

© REUTERS / BENOIT TESSIERმეხანძრეები და მაშველები პარიზში აფეთქების ადგილას
აფეთქება პარიზში - დაიღუპა 3, დაშავდა 50 ადამიანი - Sputnik საქართველო
მეხანძრეები და მაშველები პარიზში აფეთქების ადგილას

ადგილზე იმყოფებოდნენ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი, შს მინისტრი კრისტოფ კასტანერი და ქალაქის მერი ან იდალგო.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა მოხდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0