ინდოეთში ტაძარში ათობით ადამიანი მოიწამლა

© photo: Sputnik / Борис Бабанов / გადასვლა მედიაბანკშიკოტაიამის მცხოვრებნი
კოტაიამის მცხოვრებნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საავადმყოფოებში დაახლოებით 80 ადამიანი მოხვდა საკვებით მოწამვლის გამო, რომელიც ტაძარში ღონისძიებაზე დაარიგეს

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. ინდოეთის სამხრეთით მასობრივი მოწამვლის შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი და 80–ზე მეტი დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით.

ინციდენტი პარასკევს, გოპურამის (ტაძრის გარე კედელზე აღმართული კოშკი, ინდური არქიტექტურის თავისებურება) მშენებლობის საპატივცემულოდ გამართულ ცერემონიაზე კარნატაკას შტატში მოხდა.

 „დაახლოებით შუადღისას ღონისძიების მონაწილეებს ვეგეტარიანული ფლავი დაურიგეს. სადილის შემდეგ ადამიანებს დაეწყო პირღებინება, კარგავდნენ გონს. ყველა საავადმყოფოშია გადაყვანილი“, – აღნიშნეს შტატის პოლიციაში.

მათი განცხადებით, დაიღუპა შვიდი ადამიანი, კიდევ 11 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ამას გარდა, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს დაახლოებით 60 მკვდარი ფრინველი, რომლებიც, სავარაუდოდ, ამავე კერძით მოიწამლნენ.

ყველა ახალი ამბავი
0