საქართველოს საელჩო საფრანგეთში თავის მოქალაქეებს მიმართავს

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკში „ყვითელჟილეტიანების“ საპროტესტო აქცია
 „ყვითელჟილეტიანების“ საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთში საქართველოს საელჩოში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით „ცხელი ხაზი“ ამოქმედდა

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს მოერიდონ „ყვითელჟილეტიანების“ საპროტესტო აქციებს და თავშეყრის ადგილებს.

საფრანგეთის ხელისუფლება „ყვითელ ჟილეტებთან“ დათმობაზე წავიდა: გამოცხადებულია მორატორიუმი >>

„როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, მ.წ. 8 დეკემბერს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია ე.წ. ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციები. გთხოვთ, მოერიდოთ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას“, - ნათქვამია საელჩოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

არეულობა პარიზში - Sputnik საქართველო
პარიზში მომიტინგეებმა საქართველოს საელჩოს კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს

საელჩოში საქართველოს მოქალაქეებისათვის ცხელი ხაზი ამოქმედდა: +33783318689.

„ყვითელჟილეტიანების“ საპროტესტო აქციები, რომლებზეც ბენზინის ფასის მომატებას აპროტესტებენ, საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო. მასობრივ პროტესტს თან ახლავს შეტაკებები პოლიციასთან, მანქანების დაწვა, ბანკებისა და მაღაზიების დარბევა.

აქციებზე დაიღუპა ოთხი ადამიანი, ასობით დაიჭრა.

საფრანგეთის შს მინისტრი კრისტოფ კასტანერი მიიჩნევს, რომ შაბათის საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვა. შაბათის აქციაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მობილიზებული იქნება სამართალდამცავი ორგანოების 89 ათასზე მეტი თანამშრომელი, მხოლოდ პარიზში - დაახლოებით 8 ათასი.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0