ფილიპინებში მეწყრის შედეგად ასამდე ადამიანი ნანგრევებში აღმოჩნდა

© REUTERS / Stringerმეწყრის შედეგები გვატემალაში
მეწყრის შედეგები გვატემალაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეწყერმა ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ერთი ოთხი წლის ბავშვია.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ფილიპინების სებუს პროვინციის ქალაქ ნაგაში ხუთშაბათს, დილით მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ადამიანი, ხოლო დაახლოებით ასი, შესაძლოა, ნანგრევებში იყოს მოყოლილი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

წყალდიდობა ტაილანდში - Sputnik საქართველო
ტაილანდის 37 პროვინციაში წყალდიდობასა და მეწყერებს ელოდებიან

მეწყერი ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. მან ათობით სახლი ჩაიტანა.

ადგილობრივი მასმედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაშველებმა ადგილზე ოთხი ადამიანის ცხედარი აღმოჩინეს. მათ შორისაა 4 წლის ბავშვი. გადაარჩინეს ოთხი ადამიანი.

როგორც მაშველები აცხადებენ, გადარჩენილების პოვნის იმედი ჯერ კიდევ აქვთ, რადგან დილით მათ მიიღეს შეტყობინება ექვსსულიანი ოჯახისგან, რომ ცოცხლები არიან, მაგრამ ნანგრევებში მოყვნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0