ავიამზიდზე ამერიკელი მეზღვაური უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა

© AFP 2024 / KIM JAE-HWANავიამზიდი
ავიამზიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიაციის უმცროსი რიგითი თვითმფრინავის გემბანზე მიმაგრებისას ჯერ კიდევ მომუშავე პროპელერთან ძალიან ახლო მანძილზე მივიდა.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდ „ჯორჯ ბუშზე" ამერიკელი მეზღვაური უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა - ის სასიკვდილოდ დაიჭრა თვითმფრინავის Grumman E-2 Hawkeye პროპელერით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Navy Times-ზე დაყრდნობით.

ინციდენტი 17 სექტემბერს მოხდა. ავიაციის უმცროსი რიგითი ჯოზეფ მინ ნაგლაკი თვითმფრინავის გემბანზე მიმაგრებისას ძალიან ახლო მანძილზე მივიდა ჯერ კიდევ მომუშავე პროპელერთან.

მინ ნაგლაკი სამხედრო სამსახურში წელიწად-ნახევარი იმყოფებოდა, ხოლო ავიამზიდ „ჯორჯ ბუშზე" 2017 წლის აგვისტოდან მსახურობდა.

ავიამზიდის ეკიპაჟმა დაღუპულის ნათესავებს Facebook-გვერდზე მიუსამძიმრა.

 

ყველა ახალი ამბავი
0