თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, დაიღუპა რვა ადამიანი

© photo: Sputnik / Eray Erkylych / გადასვლა მედიაბანკშიპოლიციის ავტომობილი ანკარაში
პოლიციის ავტომობილი ანკარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოავარიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ანტალიიდან ესქიშეჰირისკენ მოძრავი სარეისო ავტობუსი ცენტრალურ თურქეთში, აფიონკარაჰისარის პროვინციაში გადაბრუნდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ NTV-ზე დაყრდნობით.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება თურქეთში - Sputnik საქართველო
სამი დიდი ავტოავარია თურქეთში: დაიღუპა ექვსი, დაშავდა 78 ადამიანი

ავტოავარიის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, 28 - დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ავტობუსი, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, გზატკეცილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შემთხვევის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0