მადრიდის მეტროში პორტატული კომპიუტერის აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

გამოწერა
შემთხვევის ადგილზე „სასწრაფო დახმარებისა" და პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. მადრიდის მეტროში ნოუთბუქის აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, იუწყება РИА Новости.

გაზეთ El Mundo-ს ინფორმაციით, ნოუთბუქი ერთ-ერთ მგზავრს ჩანდაში ედო. შემთხვევის შედეგად ნოუთბუქის მფლობელი და ვაგონში მის ახლოს მყოფ რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

აფეთქების შემდეგ მეტროში პანიკა დაიწყო, მგზავრების ნაწილს ეგონა, რომ ტერაქტი მოხდა.

შემთხევის ადგილზე „სასწრაფო დახმარებისა" და პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0