ავღანეთში თალიბების თავდასხმას 15 პოლიციელი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / JAKავღანეთი
ავღანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდა პოლიციელებისა, თავდასხმის დროს ლიკვიდირებული იქნა რამდენიმე ბოევიკი.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. რადიკალური მოძრაობა „თალიბანის" ბოევიკების თავდასხმის შედეგად ავღანეთის პოლიციის 15-მდე თანამშრომელი დაიღუპა, იუწყება РИА Новости სააგენტო „სინხუაზე" დაყრდნობით.

აფეთქება ავღანეთში - Sputnik საქართველო
ავღანეთში თალიბებმა 15 ძალოვანი იმსხვერპლეს

სააგენტოს ინფორმაციით, ბოევიკების ერთ-ერთი თავდასხმა ორშაბათ დილით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში პროვინცია ბადგისში განხორციელდა. ბოევიკების თავდასხმის დროს პოლიციის საგუშაგოზე ხუთი სამართალდამცველი იმყოფებოდა. გარდა პოლიციელებისა, თავდასხმის დროს ლიკვიდირებული იქნა რამდენიმე ბოევიკი.

გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი თავდასხმა კვირას, 16 სექტემბერს ღამით პროვინცია ფარახში საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოხდა. თალიბების შეტევის შედეგად ათი პოლიციელი დაიღუპა, ორი კი უგზოუკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა. ამასთან, ბოევიკებმა იარაღი გაიტაცეს.

ავღანეთში სამთავრობო ძალებსა და რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის" ბოევიკებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. მოძრაობა „თალიბანმა", რომელიც აქამდე ძირითადად ქვეყნის სოფლის ტერიტორიებზე მოქმედებდა, შეტევები მსხვილ ქალაქებზე დაიწყო. ავღანეთში ასევე გაიზარდა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" გავლენა. „თალიბანი" და „ისლამური სახელმწიფო" კონკურენტ დაჯგუფებებად ითვლებიან. ქვეყნის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების ძალები ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ ოპერაციებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ახორციელებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0