უკრაინელმა მესაზღვრეებმა „ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკი დააკავეს

გამოწერა
ტაჯიკეთის მოქალაქე ტაჯიკეთის სამართალდამცველი ორგანოების მიერ ტერორისტული მოღვაწეობისთვის იძებნებოდა.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. უკრაინელმა მესაზღვრეებმა კიევის "ბორისპოლის" აეროპორტში ტაჯიკეთის მოქალაქე, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკი დააკავეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

გავრცელებული ინფორმაციით, „ბორისპოლის" აეროპორტში ჩასული ერთ-ერთი რეისის მგზავრების გაფორმებისას მესაზღვრეებმა ტაჯიკეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში იყო შეყვანილი.

„ტაჯიკეთის მოქალაქე ტაჯიკეთის სამართალდამცველი ორგანოების მიერ ტერორისტული მოღვაწეობისთვის იძებნებოდა. როგორც ცნობილი გახდა, ტაჯიკეთის მოქალაქე 2016 წელს სირიაში ჩავიდა, სადაც ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა. შემდგომში იგი ტერორისტულ სამხედრო ბანაკში გადიოდა სწავლებას, სადაც აღნიშნული ექსტრემალური ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი გახდა", — ნათქვამია უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

მესაზღვრეებმა დაკავებული უკრაინის ეროვნული პოლიციის თანამშრომლებს გადასცეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0