მონაზონი, ავარია და შავი კატა – შემთხვევა იტალიაში

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიშავი კატა
შავი კატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მონაზონმა აღიარა, რომ უნდოდა „უბედურების მომტან ცხოველთან" შეხვედრა აერიდებინა თავიდან.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. იტალიის რიეტის პროვინციის მცხოვრები მონაზონი ავტოავარიაში შავი კატის გამო მოხვდა. ასე განუცხადა თავად მონაზონმა პოლიციას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

თვითმხილველების განცხადებით, მონაზონმა შავი კატის დანახვისას მკვეთრად გადაუხვია გზიდან და გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ სახლის ჭიშკარს. მანქანა გაჩერდა და ცეცხლი გაუჩნდა. მონაზონს პირველადი დახმარება ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აღმოუჩინეს.

სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მისვლის შემდეგ ქალმა აღიარა, რომ ცრუმორწმუნეა და უნდოდა „უბედურების მომტან ცხოველთან" შეხვედრა აერიდებინა თავიდან.

 

ყველა ახალი ამბავი
0