ავღანეთში თალიბებმა 15 ძალოვანი იმსხვერპლეს

© photo: Sputnik / JAKაფეთქება ავღანეთში
აფეთქება ავღანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის" ბოევიკები პროვინცია კუნდუზის ერთ-ერთ რაიონში საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს დაესხნენ თავს.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის" ბოევიკების თავდასხმის შედეგად ქვეყნის უშიშროების ძალების 15-მდე თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო 18-მა სხეულის დაზიანებები მიიღო, იუწყება РИА Новости ტელეკომპანია Tolo News-ზე დაყრდნობით.

ტელეკომპანიის მონაცემებით, ორშაბათს, ღამით თალიბები პროვინცია კუნდუზის ერთ-ერთ რაიონში საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს დაესხნენ თავს.

ავღანეთში სამთავრობო ძალებსა და რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის" ბოევიკებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. დღეისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს" ზეგავლენა გაძლიერებულია. ავღანეთის თავდაცვისა და უშიშროების ეროვნული ძალები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტერორიზის წინააღმდეგ ერთობლივ ოპერაციებს ახორციელებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0