01:37 16 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468
სკვერი  Costanera ბუენოს აირესში

არგენტინის დედაქალაქში თბილისის სახელობის სკვერი გაიხსნება

© photo: Sputnik / Andrey Maximov
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (62)
93 0 0

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მსოფლიოს მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში თბილისის სკვერი გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

26 მაისს საქართველომ ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო დღესასწაული — ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით უამრავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. აღსანიშნავია, რომ საზეიმო ღონისძიებები მსოფლიოს მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, თბილისის სკვერის გახსნის შესახებ არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ირაკლი ყურაშვილს ბუენოს-აირესის პარლამენტის წარმომადგენლებმა ამცნეს. არგენტინელ დეპუტატებთან შეხვედრა საქართველოს საელჩოში გაიმართა.

„ადგილობრივი პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ფრანცისკო კინტანამ საქართველოს ელჩს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოცემული საზეიმო სიგელი გადასცა, რომლის საფუძველზეც ბუენოს-აირესში თბილისის სახელობის სკვერი გაიხსნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას და მათი განვითარების პერსპექტივებს.

საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 8 ივნისს დამყარდა. ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კულტურის, განათლების, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის დარგებში. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე.

 

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (62)

მთავარი თემები