ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი – რუსეთის საგარეო უწყების თანამშრომელი

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშისტივენ სიგალი
სტივენ სიგალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიგალის განცხადებით, ის რუსულ–ამერიკული ურთიერთობების მოგვარებაზე არაოფიციალურად უკვე დიდი ხანია მუშაობს

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ამერიკელმა მსახიობმა, რუსეთის მოქალაქე სტივენ სიგალმა თავის ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი გახდა რუსეთ–ამერიკის ჰუმანიტარული კავშირების საკითხებში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

მე რუსი მონღოლი ვარ და მე ვარ რუსი: სტივენ სიგალი იაკუტიას ეწვია - Sputnik საქართველო
მე რუსი მონღოლი ვარ და მე ვარ რუსი: სტივენ სიგალი იაკუტიას ეწვია

უფრო ადრე რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ სიგალი „საზოგადოებრივ–პოლიტიკურ თანამდებობას“ დაიკავებს, რომელიც ფინანსურ ჯილდოს არ ითვალისწინებს.

„ყოველთვის ვისწრაფვოდი, რომ ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის, რომ რუსულ–ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესებას დავხმარებოდი“, – განაცხადა სიგალმა.

მსახიობის თქმით, ის ორი ქვეყნის ურთიერთობების მოგვარებაზე დიდი ხანია მუშაობს, მაგრამ არაოფიციალურად. 

„მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, რომ იგივე (ურთიერთობების მოგვარებაში დახმარება) ახლა ოფიციალურად გავაკეთო“, – აღნიშნა მან.

სტივენ სიგალმა რუსეთის მოქალაქეობა 2016 წელს მიიღო. ის ასევე არის აშშ–ისა და სერბეთის მოქალაქე.

ყველა ახალი ამბავი
0