მიწისძვრა ირანში: ასეულობით დაშავებული, დანგრეული და დაზიანებული სახლები

© REUTERS / Ako Rasheedმიწისძვრის შედეგები ერაყ-ირანის საზღვარზე
მიწისძვრის შედეგები ერაყ-ირანის საზღვარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანში ერთი დღე-ღამის განმავლობაში ოთხი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრების შემდეგ ირანის ტერიტორიაზე 170 აფტერშოკი დაფიქსირდა.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ირანში კვირას 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც დაახლოებით 16 საათის განმავლობაში 170-მდე აფტერშოკი მოჰყვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ირანში ერთი დღე-ღამის განმავლობაში ოთხი მიწისძვრა მოხდა. ყველაზე მძლავრი ქერმანშაჰის პროვინციაში მესამე, 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო. ბიძგები მთელი პროვინციის ტერიტორიაზე იგრძნობოდა. შედეგად დაშავდა 287 ადამიანი, მთლიანად დაინგრა 101 სახლი, დაახლოებით 850 შენობა დაზიანდა. ადგილზე 15 სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

ირანში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა გასული წლის ნოემბერში. მან 200 ადამიანი იმსხვერპლა.

ყველა ახალი ამბავი
0