კოლუმბიაში ჟურნალისტების გატაცებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

© photo: Sputnik / Eduard Pesov / გადასვლა მედიაბანკშიЭквадор
Эквадор - Sputnik საქართველო
გამოწერა
Comercio–ს ორი ჟურნალისტი და მათი მძღოლი მარტის ბოლოს გაიტაცეს. აპრილში ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ ჟურნალისტების დაღუპვის ფაქტი დაადასტურა.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. კოლუმბიის ხელისუფლებამ დააკავა პირი, რომელიც ეკვადორიდან იმ ჟურნალისტების ჯგუფის გატაცებაშია ეჭვმიტანილი, რომლებიც შემდეგ მოკლეს, იუწყება РИА Новости.

პორტალ Tiempo–ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, მეტსახელად „ჩერი" ნარინიოს დეპარტამენტში დააკავეს. პოლიცია მიიჩნევს, რომ მან ჟურნალისტების ავტომობილი ეკვადორში, მატახეს რაიონში გააჩერა და შემდეგ ისინი კოლუმბიაში გააგზავნა.

Comercio–ს ორი ჟურნალისტი და მათი მძღოლი მარტის ბოლოს გაიტაცეს. აპრილში ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ ჟურნალისტების დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. ეკვადორის ხელისუფლებამ მკვლელობა ბანდის მეთაურ ვალტერ პატრისიო არისალის, მეტსახელად „გუაჩოს" დაუკავშირა, რომელიც იანვრიდან პროვინცია ესმერალდაში დანაშაულებრივ მოღვაწეობას ეწევა.

„გუაჩოს" ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ეკვადორმა 100 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა, 150 ათასი აშშ დოლარი კი კოლუმბიამ, რამდენადაც ბანდა მის ტერიტორიაზეც მოქმედებდა.

ივნისის ბოლოს ჟურნალისტების ცხედრები ეკვადორში ჩაიტანეს და დაკრძალეს.

ყველა ახალი ამბავი
0