თურქეთში პრეზიდენტისა და პარლამენტის ვადამდელი არჩევნები მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Altan Gocher / გადასვლა მედიაბანკშიერდოღანის სააგიტაციო წინასაარჩევნო პლაკატი
ერდოღანის სააგიტაციო წინასაარჩევნო პლაკატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპრეზიდენტო რბოლის ლიდერია თურქეთის მოქმედი პრეზიდენტია, რომელსაც პირველ ტურში გამარჯვების შანსები გააჩნია

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. თურქეთში კვირას ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდება, იუწყება РИА Новости.

თურქეთში მიმდინარე არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 56,3 მილიონ ადამიანს გააჩნია. საარჩევნო უბნები 17:00 საათზე დაიხურება. დაახლოებით 1,5 მილიონმა თურქმა ამომრჩეველმა ხმა უცხოეთში უკვე მისცა.

წითელი ხიდი - Sputnik საქართველო
ექსპრეს–ტრანზიტი საქართველოს გავლით: აზერბაიჯანიდან თურქეთამდე გზა ორჯერ შემცირდება

საპრეზიდენტო არჩევნებზე, მოქმედი პრეზიდენტის რეჯეფ თაიიფ ერდოღანის გარდა, რომელიც მმართველ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ წარმოადგენს, კიდევ ხუთი კანდიდატი იყრის კენჭს. საპარლამენტო არჩევნებში ცხრა პარტია მონაწილეობს.

საპრეზიდენტო რბოლის უპირობო ფავორიტია ერდოღანი. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების მონაცემებით, ის 47-48%-ს აიღებს და მეორე ტურში გადავა, ზოგი კი ხმების 50%-ს ვარაუდობს და მოგებას პირველივე ტურში უწინასწარმეტყველებს.

მეორე ტურის შემთხვევაში სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის მეტოქე გახდება ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი მუჰამედ ინჯე, რომელიც მანამდე პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი იყო. მან წარმატებული საარჩევნო კამპანია ჩაატარა, შემოიკრიბა ირგვლივ თურქეთის მოქმედი ლიდერის მოწინააღმდეგეები და 30%-იან რეიტინგს მიაღწია, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში მისი პარტიისთვის მაქსიმალური მაჩვენებელია.

მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას >>

პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსები გააჩნიათ სახალხო ალიანსს, რომელშიც სამართლიანობისა და განვითარების პარტია და ეროვნული მოძრაობის პარტია შედის, და ოპოზიციურ ეროვნულ ალიანსს, რომელშიც სახალხო-რესპუბლიკური პარტია, „კარგი პარტია“ და „ბედნიერების პარტია“ შედის, რომლებსაც, ბოლო გამოკითხვების მონაცემების მიხედვით, შესაბამისად 48 და 40%-ის მიღება შეუძლიათ.


ყველა ახალი ამბავი
0