ყაზახეთში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა - არის მსხვერპლი

© photo: Sputnik / İgor Ageyenko / გადასვლა მედიაბანკშისარკინიგზო ლიანდაგი
სარკინიგზო ლიანდაგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მატარებლის ავარიის შედეგად ერთი მოზარდი დაიღუპა, სამი ადამიანი ტრავმირებულია

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. სამგზავრო მატარებელი „ბაიტერეკი“ ასტანა-ალმატი ყაზახეთის ჟამბილის ოლქში ლიანდაგიდან გადავიდა, იუწყება „Sputnik-ყაზახეთი“.

„ოთხი ადამიანი დაშავდა. ერთი მოზარდი დაიღუპა და სამი ადამიანი გადაყვანილია ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში“, — განაცხადა საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის პრესმდივანმა საულეკულ მუნატაევამ.

მატარებლის შემადგენლობაში სულ 20 ვაგონი იყო, აქედან რვა ლიანდაგიდან გადავიდა, სამი ამოყირავდა.

მატარებლის დანარჩენი მგზავრები მეორე ლიანდაგით სხვა სადგურზე გადაიყვანეს.


ყველა ახალი ამბავი
0