უნგრეთში ავტოავარიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტა შემთხვევის ადგილზე
პოლიციის ლენტა შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხი დაღუპულის ვინაობა უკვე ცნობილია. დანარჩენების ამოცნობა ჭირს და ამიტომ მათი იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზის შედეგად მოხდება

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. უნგრეთში რუმინეთიდან მიმავალი მიკროავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. დაიღუპა ცხრა ადამიანი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ავტოავარია წუხელ ღამით, ბუდაპეშტიდან მესამოცე კილომეტრზე მოხდა. მძღოლმა სიჩქარეს გადააჭარბა, ვერ დაიმორჩილა საჭე და შემხვედრ ზოლზე გადავიდა, სადაც სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ოთხი დაღუპულის ვინაობა უკვე ცნობილია. დანარჩენების ამოცნობა ჭირს და ამიტომ მათი იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზის შედეგად მოხდება.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

ყველა ახალი ამბავი
0