ბელარუსის ერთ-ერთ ქარხანაში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

© photo: Sputnik / Viktor Tolochkoაფეთქება ბელარუსის ქარხანა „ალკიდში"
აფეთქება  ბელარუსის ქარხანა „ალკიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. აფეთქება მოხდა ბელარუსის ქარხანა „ალკიდში" (მინსკის რაიონი), რომელიც ჰიდროსაიზოლაციო მასალებს ამზადებს. აფეთქების შემდეგ გაჩნდა ხანძარი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.

© photo: Sputnik / Viktor Tolochkoაფეთქება ბელარუსის ქარხანა „ალკიდში"
Взрыв произошел на предприятии Алкид под Минском - Sputnik საქართველო
აფეთქება ბელარუსის ქარხანა „ალკიდში"

ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები განაგრძობენ ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს.

ყველა ახალი ამბავი
0