ტოკიოში თვითმფრინავის მგზავრების სასწრაფო ევაკუაცია მოხდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მგზავრების ევაკუაციის მიზეზი დაკვამლიანება გახდა.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. იაპონიის ავიაკომპანია ANA-ს ავიალაინერის Boeing-767 ბორტზე დაკვამლიანების გამო ტოკიოსთან ახლოს, საერთაშორისო აეროპორტ ნარიტაში მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости იაპონიის მასმედიაზე დაყრდნობით.

ინციდენტი ორშაბათ დილით მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ჰონგ-კონგში გაფრენისთვის ემზადებოდა. ბორტზე 137 მგზავრი იმყოფებოდა. ცუდად, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი გახდა, თუმცა სამედიცინო დახმარება მათ არ დასჭირდათ.

დაკვამლიანების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. იაპონიის ტრანსპორტის სამინისტროს არა აქვს მონაცემები ავიალაინერის ბორტზე აალების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0