ავიაკატასტროფა კუბაში: ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, არიან გადარჩენილები

© phptp: twitter/assi_sajiთვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიაკატასტროფისას ერთ-ერთი გადარჩენილი დამწვრობით ჰავანის საავადმყოფოში გარდაიცვალა

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. სამგზავრო ლაინერმა Boeing-737, რომელიც რეისს კუბის ქალაქებს ჰავანა-ოლგინს შორის ასრულებდა, აფრენისთანავე ჩამოვარდა, იუწყება РИА Новости კუბის გამოცემა Granma-ზე დაყრდნობით.

კუბაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 105 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ხუთი ბავშვი. ყველანი უცხოელები იყვნენ.

გამოცემა Granma-ს მონაცემებით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის სამი მგზავრი გადარჩა, თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთი ჰავანის საავადმყოფოში დამწვრობით გარდაიცვალა.

პორტალ Cubadebate-ის მონაცემებით, Boeing 737-200 კომპანია Cubana de Aviación-მა მექსიკის ავიაკომპანია Damojh-გან იქირავა და მას უცხოური ეკიპაჟი მართავდა.

ლაინერი აფრენისთანავე აეროპორტის პირველ ტერმინალთან ჩამოვარდა.


ყველა ახალი ამბავი
0