08:06 23 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
უკრაინის პოლიციის თანამშრომლები კიევში

РИА Новости Украина-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კავშირზე არ გამოდის

© Sputnik / STRINGER
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1148)
14 0 0

ამ დროისათვის საინფორმაციო სააგენტო Новости Украина-ს ხელმძღვანელის ადგილსამყოფელი და მდგომარეობა უცნობია.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. РИА Новости Украина-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ანდრეი ბოროდინი სავარაუდოდ დაკავებულია — ჟურნალისტი სამშაბათის დილიდან კავშირზე არ გამოდის, იუწყება РИА Новости.

ამ დროს უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს Facebook-გვერდზე РИА Новости Украина-ს კიევის ოფისში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული მასალების ფოტოებს შორის გამოქვეყნებულია ბოროდინის დოკუმენტები — Россия сегодня-ს ოფისის საშვი, საბანკო ბარათი, მათ შორის ერთ-ერთი რუსული ავიაკომპანიის ლოიალობის პროგრამა და სადაზღვევო მოწმობის ბარათი.

სამშაბათს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები РИА Новости Украина-ს კიევის ოფისში შევიდნენ. იქ მყოფი ჟურნალისტი ქალი კავშირზე აღარ გამოდის. ასევე ცნობილი გახდა РИА Новости Украина-ს პორტალის ხელმძღვანელის კირილ ვიშინსკის დაკავების შესახებ.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს და ტელეარხ RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი მიიჩნევს, რომ მომხდარი ყირიმის ხიდთან დაკავშირებული შურისძიებაა. მან აღნიშნა, რომ რესურსი РИА Новости Украина იურიდიულად საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს არ უკავშირდება, თუმცა სააგენტოს საინფორმაციო პარტნიორს წარმოადგენს.

თემები:
მსოფლიო დღეს (1148)

მთავარი თემები