თავდასხმა მშვიდობისმყოფელებზე: მალიში ქართველი ოფიცერი არ დაშავებულა

© photo: Sputnik / Valery Melnikov / გადასვლა მედიაბანკშივითარება მალიში
ვითარება მალიში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრანგ და გაეროს სამხედროებზე შეიარაღებული თავდასხმისას სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, 20 სამხედრო დაჭრილია, აქედან 5 კრიტიკულ მდგომარეობაშია

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. მალიში სამშვიდობო მისიით მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი, შეიარაღებული თავდასხმისას არ დაშავებულა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

მალიში სამშვიდობო მისიას 2016 წლის იანვრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი მეკავშირე ოფიცერი ასრულებს.

მალიში ფრანგ და გაეროს ჯარისკაცებს თავს დაესხნენ. დაიღუპა სულ მცირე, ერთი ადამიანი. BBC-ის ცნობით, თავდამსხმელები გაეროს მშვიდობისმყოფელებად იყვნენ შენიღბულნი. მათ ქალაქ ტიმბუქტუში მდებარე ორ ბაზაზე მიიტანეს იერიში, ორი დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს და სამხედროებს ჭურვები ესროლეს.

თავდასხმის შედეგად, დაჭრილია 20-ზე მეტი ჯარისკაცი. ხუთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ქართველი სამხედროები ავღანეთში სწავლებაზე - Sputnik საქართველო
ქართველი ინსტრუქტორები ავღანელ სამხედროებს ამზადებენ

უწყებაში აცხადებენ, რომ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდნენ და ესაუბრნენ ქართველს სამხედროს.

საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში 1999 წლიდან მონაწილეობს. ამჟამად, ქართული სამხედრო კონტინგენტი (900-მდე სამხედრო მოსამსახურე) საერთაშორისო ოპერაციას ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში ასრულებს. ერთი ქვეითი ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაშია (EUTM RCA) ჩართული, მალიში (EUTM Mali) კი საქართველოს შეიარაღებული ძალები ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0