მსოფლიოს ნებისმიერ წერტილამდე 60 წუთში - ილონ მასკი ახალ რაკეტას ქმნის

© AP Photo / John Raouxილონ მასკი
ილონ მასკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უზარმაზარი კოსმოსური რაკეტა კაცობრიობისთვის ახალ სუპერ-ტრანსპორტად შეიძლება იქცეს

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. რაკეტა Big Falcon Rocket (BFR), რომელსაც დედამიწის ნებისმიერ წერტილამდე მიღწევა ერთ საათზე ნაკლებ დროში შეუძლია, მზად უახლოეს 10 წელიწადში იქნება, განაცხადა კომპანია SpaceX-ის მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა და კომპანიის პრეზიდენტმა გვინ შოტველმა ვანკუვერში გამართულ კონფერენციაზე TED 2018.

რა არის Big Falcon Rocket (BFR)

SpaceX main body tool for the BFR interplanetary spaceship

A post shared by Elon Musk (@elonmusk) on Apr 8, 2018 at 9:58pm PDT

BFR — პირველ საფეხურზე ის წარმოადგენს მრავალჯერადი გამოყენების ზემძიმე რაკეტას და მეორე საფეხურზე — პილოტირებად ხომალდს, რომელიც 40 კაბინაში დაახლოებით 100 ადამიანს იტევს. ის იქნება განკუთვნილი შორეული ფრენებისთვის, თანამგზავრების და სხვა კოსმოსური აპარატების გასაშვებად და ასევე მთვარეზე და მარსზე ფრენებისთვის. 100-მეტრიანი რაკეტა 150 ტონა ტვირთის გადაზიდვას შეძლებს.

ილონ მასკმა რაკეტა პირველად 2017 წელს ახსენა. მაშინ მან ხაზგასმით განაცხადა, რომ მისი კომპანიის მთავარი მიზანია მარსის კოლონიზაცია. მისი თქმით, წითელი პლანეტისკენ პირველი პილოტირებადი გაფრენა 2024 წელს შედგება, და თანაც BFR-ის მეშვეობით.

BFR თვითმფრინავებს შეცვლის

ილონ მასკის გეგმების მიხედვით, BFR-ით მგზავრობა ნიუ-იორკიდან შანჰაის მიმართულებით 39 წუთში იქნება შესაძლებელი, ხოლო ტოკიოდან დელიმდე — 30 წუთში.

რაკეტას ექნება 37 ძრავა და 1200 ტონა საწვავის ტევადობის ავზი. ამის წყალობით ის საათში 29 000 კილომეტრ სიჩქარეს განავითარებს. დედამიწის ეკვატორის სიგრძეა 40 000 კმ, შესაბამისად მასკის რაკეტა დედამიწას ერთ საათსა და რამდენიმე წუთში შემოუვლის.

South Australia

A post shared by Elon Musk (@elonmusk) on Sep 29, 2017 at 6:24am PDT

მასკის თქმით, ბილეთების ფასი მაღალი არ იქნება. მისი ვარაუდებით, ის ეკონომ-კლასის ბილეთებზე მაღალი იქნება, თუმცა ტრანსატლანტიკური რეისების ბიზნეს-კლასის ბილეთებთან შედარებით დაბალი იქნება, რომელიც რამდენიმე ათას დოლარს შეადგენს.


ყველა ახალი ამბავი
0