მძევლები და სროლა საფრანგეთში – მიმდინარეობს სპეცოპერაცია

© photo: Sputnik / Julen Matya / გადასვლა მედიაბანკშისაფრანგეთის პოლიცია
საფრანგეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
​ამ დროისათვის ინციდენტის ადგილი შემოსაზღვრულია და პოლიციელები ოპერაციას ატარებენ.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საფრანგეთის სამხრეთით, ტრების კომუნაში მდებარე სუპერმარკეტში მამაკაცმა მძევლები აიყვანა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ BFMTV-ზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია, რის შესახებაც თავად განაცხადა.

​ამ დროისათვის ინციდენტის ადგილი შემოსაზღვრულია და პოლიციელები ოპერაციას ატარებენ.

ზოგი ინფორმაციით, დაღუპულია სუპერმარკეტის თანამშრომელი ერთი მამაკაცი.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ კარკასონში დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გაუხსნა სპეცრაზმელებს, რომელთაგან ერთი დაჭრილია.

ტელეარხი აღნიშნავს, რომ ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე პირი მოქმედებდა.

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძევლებმა სუპერმარკეტიდან გამოსვლა შეძლეს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ფილიპის განცხადებით, მძევლების აყვანის ვითარება შესაძლებელია შეფასდეს როგორც ტერაქტი.

ყველა ახალი ამბავი
0