ბრენდ „გერბერის" სახე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი გახდა

CC BY 2.0 / Shaun Fisher / Balloonsსაჰაერო ბურთები ცაში
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლინახევრის ლუკას უორენის ფოტო „გერბერმა" 140 ათას სურათში ამოარჩია.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ბრენდ „გერბერის" არსებობის 91-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად ბავშვთა კვების ცნობილი ბრენდის სახე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი გახდა.

ბავშვთა საკვები პროდუქტების მომწოდებელი ბრენდი „გერბერი" „ნესტლე ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა.

„გერბერი" ბავშვთა კვების ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანას 190 სახეობის პროდუქტით ამარაგებს.

"მის ღიმილს ჩვენთვის ბედნიერება მოაქვს", – დაწერა ბრენდმა „ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე.

 

18 თვის ამერიკელი ლუკას უორენი „გერბერის" სახე 2018 წლის განმავლობაში იქნება. მისი სურათი ბავშვთა კვების ბრენდმა 140 ათას ფოტოში ამოარჩია. „გერბერის ბავშვის" ფოტოს შერჩევის ტრადიცია 1927 წლიდან, კომპანიის დაარსების დღიდან დაიწყო. შერჩეული ბავშვი ერთი წლის განმავლობაში ბრენდის სარეკლამო სახე ხდება.

ლუკასი ერთი წლის განმავლობაში ბრენდის სოციალურ ქსელებში გამოჩნდება და სარეკლამო ფოტოსესიებში მიიღებს მონაწილეობას, რისთვისაც მშობლებს 50 ათას დოლარს გადაუხდიან.

ყველა ახალი ამბავი
0