„პოროშენკო რომ ქუჩაში შემხვდებოდეს...“ – რისთვისაა მზად უკრაინის გმირი მფრინავი ქალი

© photo: Sputnik / Michael Markiv / გადასვლა მედიაბანკშინადეჟდა სავჩენკო და პრეზიდენტი პოროშენკო
ნადეჟდა სავჩენკო და პრეზიდენტი პოროშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა უკვე შეიტანა რადაში განაცხადი ნადეჟდა სავჩენკოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და დაპატიმრების თაობაზე.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო აცხადებს, რომ მზადაა, დაუბრუნოს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს „უკრაინის გმირის“ ვარსკვლავი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ნადეჟდა სავჩენკო - Sputnik საქართველო
სავჩენკო მზადაა გახდეს რევოლუციის ორგანიზატორი უკრაინაში

უკრაინის გენერალური პროკურატურა სავჩენკოს პარლამენტის შენობაში ტერაქტის მომზადებაში სდებს ბრალს. გენპროკურორმა უკვე შეიტანა რადაში განაცხადი სავჩენკოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და დაპატიმრების თაობაზე.

„[პოროშენკო] რომ სადმე, სასურველია, ქუჩაში შემხვდეს, რა თქმა უნდა, დავუბრუნდებდი „უკრაინის გმირის“ ვარსკვლავს. პრობლემა ისაა, რომ პრეზიდენტთან მოხვედრა არც ისე იოლია და ყველა დეპუტატი არ დაიშვება მასთან“, — ციტირებს სავჩენკოს სიტყვებს ტელეარხი 1+1.

ნადეჟდა სავჩენკოს რუსეთში 22 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი დონბასში ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებით. 2016 წლის მაისის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იგი შეიწყალა, რის შემდეგაც სავჩენკო სამშობლოში დაბრუნდა. უკრაინაში დაბრუნებულმა კი განაცხადა, რომ მზადაა გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი, თუ ხალხი მხარს დაუჭერს.

ყველა ახალი ამბავი
0