მსოფლიოში ბიტკოინის პირველი ქანდაკება სლოვენიაში დადგეს

© photo: Sputnik / Evgeny Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიბიტკოინი
ბიტკოინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიტკოინის ლოგოტიპის ფორმის მეტალის კონსტრუქცია, რომელიც ქალაქის ცენტრთან ახლოს მოედანზე დადგეს, სამ ტონას იწონის.

თბილისი,  15 მარტი — Sputnik. მსოფლიოში პირველი ქანდაკება, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ეძღვნება, სლოვენიის ქალაქ კრანში დაიდგა, იუწყება ადგილობრივი მასმედია. 

ბიტკოინი - Sputnik საქართველო
საქართველოში პირველი კრიპტოვალუტების ბირჟა შეიქმნა

ბიტკოინის ლოგოტიპის ფორმის მეტალის კონსტრუქცია ქალაქის ცენტრთან ახლოს მოედანზე დადგეს. მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკება უფრო კრიპტოვალუტას მოგაგონებთ, ვიდრე ბლოკჩეინს, ოფიციალურ ვებ–გვერდზე მითითებულია, რომ იგი სწორედ ბლოკჩეინს ეძღვნება.

„არა მარტო სლოვენიაში, მსოფლიოში ეს ამ ფორმის პირველი ქანდაკებაა და კრანში ამ ტექნოლოგიის საზეიმო აღნიშვნა მისი სასარგებლო ატრიბუტებისადმი პატივის მიგება იქნება. ქანდაკების წრიულ მოედანზე დადგმა საინფორმაციო ჯაჭვის ცენტრის სიმბოლოა, რომლისკენ მიმავალი გზებიც დეცენტრალიზებული შენაერთებია. ამგვარად, ძეგლი წარმოადგენს არა ქალაქის ეკოსისტემის ცენტრალურ წერტილს, არამედ კავშირის წერტილს მასში“, – ნათქვამია განცხადებაში.

https://t.co/TcSZZFpYki#биткоин pic.twitter.com/9I8qvE1wlg

კონსტრუქციის ავტორების განცხადებით, ისინი ქალაქისთვის ინოვაციური და ტექნოლოგიური ცენტრის სტატუსის დამკვიდრებას ცდილობენ.

ქანდაკების განთავსების იდეა კრანის მუნიციპალიტეტის მერს ეკუთვნის. სპონსორებად კი ორი სლოვენური კომპანია – Bitstamp-ის კრიპტოვალუტის ბირჟა და  მობილური აპლიკაცია 3fs-ის შემქმნელი კომპანია დასახელდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0