12:49 17 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0138
  • 100 RUB4.0173
  • USD2.6678
ჟივანშის მოდების სახლი

გარდაიცვალა ოდრი ჰეპბერნისა და ჟაკლინ კენედის მოდელიორი – იუბერ დე ჟივანში

© Twitter / GIVENCHY
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
172 0 0

ცნობილი მოდელიორის ახლობლების განცხადებით, დაკრძალვის ცერემონია ძალიან ვიწრო წრეში გაიმართება და „ყვავილებისა და გვირგვინების ნაცვლად, ჟივანში ამჯობინებდა თანხა UNICEF-ის ანგარიშზე გადარიცხულიყო“.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. გასულ უქმეებზე პარიზში ცნობილი ფრანგი მოდელიერი და Givenchy-ს მოდის სახლის ფუძემდებელი იუბერ დე ჟივანში გარდაიცვალა, იტყობინება რადიოსადგური RFI მოდელიერის ახლობელზე დაყრდნობით. 

იუბერ დე ჟივანში 1927 წელს პარიზში დაიბადა და ხელოვნების სკოლის დასრულების შემდგომ, 25 წლის ასაკში თავისივე სახელობის სამოდელო სახლი დააარსა. ჟივანშის პირველივე კოლექციის ჩვენებას დიდი წარმატება მოჰყვა. 

40 წლის მანძილზე ჟივანშის მუზა ცნობილი მსახიობი ოდრი ჰეპბერნი იყო. სწორედ მისთვის შექმნა მოდელიერმა თავისი პირველი სუნამო L’Interdit.

ჟივანშის სამოდელო სახლის კიდევ ერთი სახე მოდის კანონმდებლად წოდებული აშშ-ის პირველი ლედი ჟაკლინ კენედი გახლდათ.

ფრანგულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუბერ დე ჟივანში 10 მარტს ძილში გარდაიცვალა. 


მთავარი თემები