საშინელი შურისძიება: ცოლობაზე უარის მთქმელ ქალს კაცმა სახეში მჟავა შეასხა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიქირურგები ოპერაციაზე
ქირურგები ოპერაციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის მსხვერპლი სავაჭრო ცენტრში დამლაგებლად მუშაობდა, ის გათხოვილია, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ინდოეთის ქალაქ ჯაიპურში 35 წლის რიქშა მეჰმუდ ქხანმა 30 წლის ქალს სახეში მჟავა იმის გამო შეასხა, რომ ამ უკანასკნელმა უარი უთხრა ცოლად გაყოლაზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Daily Mail-ზე დაყრდნობით.

მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი - Sputnik საქართველო
სამედიცინო გამოკვლევა მსხვერპლით დასრულდა – ტომოგრაფმა მამაკაცი შეისრუტა

ინციდენტი 14 თებერვალს მოხდა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში. თავდასხმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. პოლიციის ინფორმაციით, ტოქსიკური ნივთიერება მსხვერპლის გარდა, თავად თავდამსხმელსაც შეესხა.

ექიმების თქმით, ქალის მდგომარეობა ამ დროისათვის, რომელსაც სახისა და მკერდის 15% აქვს დაზიანებული, სტაბილურია.

„სამწუხაროდ, მას სამუდამოდ დარჩება იარები. ქალს, მინიმუმ, ორი ოპერაცია დასჭირდება სახის აღსადგენად. საბედნიეროდ, სასიცოცხლო ორგანოები არ დაზიანებულა“, — განაცხადა ექიმმა სუნილ შრივასატავამ.

გავრცელებული ინფორმაციით, რიქშას მსხვერპლი სავაჭრო ცენტრში დამლაგებლად მუშაობდა. ქალი გათხოვილია, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. პოლიციის მონაცემებით, რიქშა, მსხვერპლის მეზობლად ცხოვრობდა და ორი წლის განმავლობაში უთვალთვალებდა მას.

სამართალდამცველების განცხადებით, დაშავებული ქალი ხშირად იღებდა მუქარის წერილებს ქხანისგან.

ყველა ახალი ამბავი
0