ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და საქართველოს მოქალაქეობა აღიდგინა

© photo: Sputnik / Genya Savilovეკა ზღულაძე
ეკა ზღულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა პოლიტიკოსმა დაასრულა უკრაინის ძალოვან სტრუქტურებში კარიერა და საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნა.

თბილისი, 13 თებერვალი  — Sputnik. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ უარი თქვა უკრაინულ მოქალაქეობაზე და საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნა, განაცხადა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორებისა და დევნილთა საკითხებში მინისტრის მოადგილემ იური გრიმჩაკმა. 

ეკა ზღულაძე - Sputnik საქართველო
პოროშენკოს კვლავინდებურად სურს ზღულაძის პოლიციის ხელმძღვანელად ხილვა

ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2014 წლის დეკემბერში დაინიშნა. ამისთვის მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და უკრაინის მოქალაქე გახდა. ზღულაძე თანამდებობიდან 2016 წელს, ოჯახური პირობების გამო გადადგა.

„ეკა ზღულაძემ, მას შემდეგ, რაც ჩვენთან პოლიციის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობა დაასრულა, უარი განაცხადა უკრაინის მოქალაქეობაზე და აღიდგინა საქართველოს მოქალაქეობა, რისთვისაც იქ შესაბამის ორგანოებს მიმართა. დღეს ის უკვე აღარ არის უკრაინის მოქალაქე, არამედ საქართველოს მოქალაქეა“, – განაცხადა გრიმჩაკმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ზღულაძე 2006–2012 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ხოლო 2012 წელს უკრაინის პოლიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.

ყველა ახალი ამბავი
0