ნეთანიაჰუ დაპირებას ასრულებს: ისრაელმა არალეგალების დეპორტაციის პროცედურა დაიწყო

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიბენიამინ ნეთანიაჰუ
ბენიამინ ნეთანიაჰუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი მასმედიის მონაცემებით, პირები, რომლებმაც შსს-ს წერილები მიიღეს, ისრაელიდან ნებაყოფლობით გამგზავრების შემთხვევაში 3,5 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ბონუსს მიიღებენ.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ხელისუფლებამ, მიუხედავად საზოგადოებრივი პროტესტისა, კვირას ქვეყნიდან ათასობით აფრიკელი მიგრანტის დეპორტაციის პროცედურა დაიწყო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
ისრაელმა საქართველოს მოქალაქეები კვლავ არ შეუშვა: 30 ადამიანი უკან გამოაბრუნეს

სუდანიდან და ერითრეიდან ისრაელში ჩასულ მიგრანტებს, რომელთა სამშობლოში დაბრუნება იურიდიულად შეუძლებელია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილები დაუგზავნა და წინადადება მისცა, ორი თვის განმავლობაში ნებაყოფლობით გაემგზავრონ ისრაელიდან ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, რომელიც მათ მიღებას დათანხმდება. უარის შემთხვევაში მიგრანტებს დაკავება და შემდეგ ქვეყნიდან გაძევება ემუქრებათ.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე დაწერა:

„დღეს ჩვენ ისრაელიდან არალეგალების დეპორტაციის პროცედურა დავიწყეთ — წამყვანი ქვეყნების, უპირველესად, აშშ-ის მსგავსად… მე შევასრულებ დაპირებას, რომ ჩვენი ქვეყნიდან არალეგალებს გავაძევებ“.

ადგილობრივი მასმედიის მონაცემებით, პირები, რომლებმაც შსს-ს წერილები მიიღეს, ისრაელიდან ნებაყოფლობით გამგზავრების შემთხვევაში 3,5 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ბონუსს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის ხელისუფლებამ იანვარში გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც დაახლოებით 40 ათასი არალეგალის გაძევებას ითვალისწინებს. გეგმამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ისრაელის საზოგადოებაში. მის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც თავად მიგრანტები, ისე ქვეყნის შემოქმედებითი და სამეცნიერო ინტელიგენციის ნაწილი, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები.

გაზეთ „ჰაარეცის“ ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ მინისტრებთან შეხვედრისას საპროტესტო კამპანიის დაფინანსებაში ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი დაადანაშაულა, რომელსაც მანამდეც არაერთხელ დასდო ბრალი ისრაელში ხელისუფლების შეცვლის მცდელობაში.

ყველა ახალი ამბავი
0