მუსიკალური დამშვიდება: პოლიციელმა გაძარცვულ მოხუცს შოპენის ნოქტიურნი დაუკრა - ვიდეო

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიფორტეპიანოზე დაკვრა
ფორტეპიანოზე დაკვრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციელები გაძარცვულ მოხუცს შინ ეწვივნენ, რათა დაედგინათ, როგორ გრძნობდა თავს ინციდენტის შემდეგ, რა დროსაც ფორტეპიანოზე ნოტების წიგნი შენიშნეს

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ბრიტანელმა პოლიციელმა უჩვეულო ხერხით დაამშვიდა მოხუცი მამაკაცი, რომელიც გაეძარცვათ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости მანსფილდის პოლიციის სამმართველოზე დაყრდნობით, რომელმაც სამართალდამცველების ვიზიტის ამსახველი ვიდეო საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ატვირთა.

როგორც ირკვევა, პოლიციელები მოხუცს იმის დასადგენად ეწვივნენ, თუ როგორ გრძნობდა თავს ინციდენტის შემდეგ. სტუმრობით გახარებულმა მამაკაცმა მათ უამბო, რომ ახალგაზრდობაში სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა, ხოლო მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა სწორედ შობის წინა ღამეს.

საუბრისას პოლიციელმა ფორტეპიანოზე გადაშლილი ნოტები შენიშნა — ეს შოპენის ერთ-ერთი ნოქტიურნი იყო. მასპინძელი გამოტყდა, ეს ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოებიაო, რის შემდეგაც ერთ-ერთი პოლიციელი ინსტრუმენტს მიუჯდა და ნოქტიურნი ზეპირად დაუკრა — აღმოჩნდა, რომ ეს ნაწარმოები ასევე ძალიან ჰყვარებია მის ბებიას. მეორე პოლიციელმა კი მთელი ეს სცენა კამერაზე აღბეჭდა.

სამართალდამცველების თქმით, მოხუცი აშკარად ბედნიერად გრძნობდა თავს.

ყველა ახალი ამბავი
0