დრონმა ორი მოზარდი დახრჩობას გადაარჩინა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიდრონი
დრონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კადრებზე ჩანს, როგორ ჩაუშვა დრონმა ზღვაში სპეციალური ტივი, რომლითაც ორი მიზარდი სერფინგისტი ნაპირზე გამოვიდა

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ავსტრალიაში დრონმა ღია ზღვაში ორი ადამიანი აღმოაჩინა, რის შემდეგაც მათი გადარჩენა მოხერხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ორგანიზაციაSurf Life Saving-ზე დაყრდნობით.

შესაბამისი ვიდეო YouTube-ზეა გამოქვეყნებული. 

გავრცელებული ინფორმაციით, მაშველები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზვიგენების თავდასხმის წინააღმდეგ გამოცდის ჩასაბარებლად ემზადებოდნენ, როდესაც განგაშის სიგნალი მიიღეს. გაირკვა, რომ ორი სერფინგისტი დინებას ღია ზღვაში გაეყვანა. მაშველებმა სასწრაფოდ მიამაგრეს დრონს დახმარებისთვის საჭირო მოწყობილობა და ის ინციდენტის ადგილისკენ გაუშვეს. 

მთელი ეს პროცესი კამერაზეა აღბეჭდილი. კადრებზე ჩანს, როგორ ჩაუშვა დრონმა ზღვაში სპეციალური ტივი, რომლითაც ორი მიზარდი სერფინგისტი ნაპირზე გამოვიდა.

ორგანიზაციის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დრონის მეშვეობით დასახრჩობად განწირულების გადარჩენა მოხერხდა.  

მაშველების განცხადებით, დრონმა ადამიანების გადარჩენის კუთხით გამაოგნებელი ეფექტურობა გამოიჩინა. 


ყველა ახალი ამბავი
0