კატარღასთან შეჯახებამდე წამის მეასედში გადარჩენილი სამი სიცოცხლე - ვიდეოკადრები

CC0 / Pixabay / dimitrisvetsikas1969 / მეთევზის კატარღა
მეთევზის კატარღა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეთევზეები შეეცადნენ, ხელების ქნევით მიეპყროთ კატარღის კაპიტნის ყურადღება, მაგრამ ხომალდი კურსს არ იცვლიდა. მათაც სხვა აღარაფერი დარჩენოდათ, სამივე ერთდროულად ჩახტა გაყინულ მდინარეში

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ამერიკელი მეთევზეები კატარღასთან შეჯახებამდე წამის მეასედში მოასწრეს გაყინულ წყალში გადახტომა და გადარჩენა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Daily Mail-ზე დაყრდნობით.

ინციდენტი აშშ-ის შტატ ორეგონში მოხდა. თევზაობის მოყვარული პოლიციელი ბრაიან მესი და მისი ორი მეგობარი მდინარე კოლუმბიაზე წავიდნენ სათევზაოდ მომცრო ნავით, რომელზეც  ვიდეოკამერა დაამაგრეს საინტერესო მომენტების დასაფიქსირებლად.

რაღაც მომენტში მათკენ დიდი სისწრაფით მომავალი კატარღა შენიშნეს. მეთევზეები შეეცადნენ, ხელების ქნევით მიეპყროთ კატარღის კაპიტნის ყურადღება, მაგრამ ხომალდი კურსს არ იცვლიდა. მათაც სხვა აღარაფერი დარჩენოდათ, სამივე ერთდროულად  ჩახტა გაყინულ მდინარეში, წამის შემდეგ კი კატარღამ ნავი გატარნა.

მეთევზეები გადარჩნენ, თუმცა ზედა და ქვედა კიდურები აქვთ დაზიანებული. მათ უკვე მიმართეს სასამართლოს და კატარღის კაპიტან მარლინ ლარსენისგან კომპენსაცია მოითხოვეს. ლარსენი, რომლის სისხლშიც სასამართლო ექსპერტიზამ ვერც ალკოჰოლისა და ვერც ნარკოტიკის კვალი ვერ აღმოაჩინა, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ უბრალოდ ვერ შენიშნა პატარა ნავი.

ყველა ახალი ამბავი
0