ამერიკელი სენატორის უხილავი სათვალე: ვიდეოფრაგმენტი პოპულარობას იკრებს

გამოწერა
ვიდეოს ფრაგმენტი, რომელიც Twitter-ზე ჟურნალისტმა ჯონათან ლევაინმა გამოაქვეყნა, ერთ დღე-ღამეში 60 ათასზე მეტმა ადამიანმა გააზიარა საკუთარ გვერდზე.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ამერიკელმა სენატორმა ორინ ჰეთჩმა გულიანად აცინა ინტერნეტმომხმარებლები უნებლიე ჟესტით, როდესაც არარსებული სათვალე მოიხსნა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ვიდეოს ფრაგმენტი, რომელიც Twitter-ზე ჟურნალისტმა ჯონათან ლევაინმა გამოაქვეყნა, ერთ დღე-ღამეში 60 ათასზე მეტმა ადამიანმა გააზიარა საკუთარ გვერდზე.

​იუზერები სენატორის მისამართით სახუმარო კომენტარებს არ იშურებდნენ, თუმცა იქვე აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი კაზუსი ხშირად ემართებათ ადამიანებს, რომლებიც დიდხანს ატარებენ სათვალეს, შემდეგ კი ლინზებით ანაცვლებენ მას.

​ენაკვიმატობაში ინტერნეტმომხმარებლებს არც ორინ ჰეთჩის წარმომადგენლები ჩამორჩნენ და განაცხადეს, რომ სენატორმა უხილავი სათვალე დატესტა, რომელიც ჯერ არ გამოსულა გაყიდვაში. თუმცა მოგვიანებით მაინც განმარტეს, რომ ჰეთჩს, უბრალოდ, სათვალე  შინ დარჩა, ხოლო ეს უნებლიე ჟესტი დიდი ხნის ჩვევამ განაპირობა.

ყველა ახალი ამბავი
0