ლოკალიზებულია უძლიერესი ხანძარი კალიფორნიის ისტორიაში

© REUTERS / David McNewხანძარი კალიფორნიაში
ხანძარი კალიფორნიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძარი 114 000 ჰექტარის ფართობზე იყო გავრცელებული.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. პარასკევს ლოკალიზებულია კალიფორნიაში მძვინვარე ტყის ხანძარი „ტომასი“, იუწყება РИА Новости კალიფორნიის ტყისა და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სამმართველოზე დაყრდნობით.

ხანძრის შედეგები კალიფორნიაში - Sputnik საქართველო
კალიფორნია ცეცხლში: ფოტოებით მოთხრობილი სტიქიური უბედურება

„ხანძარი „ტომასი“ 100%-ით ლოკალიზებულია“, — ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. ამჟამად ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

როგორც სამმართველოში იუწყებიან, ხანძარი 114 000 ჰექტარის ფართობზე იყო გავრცელებული.

ტყის ხანძრები კალიფორნიაში 4 დეკემბერს დაიწყო. ცეხლის გავრცელებას ხელს უწყობდა მშრალი ამინდი და ძლიერი ქარი. შტატის ტერიტორიაზე სულ ექვსი ხანძარი მძვინვარებდა, მათგან ყველაზე მსხვილი „ტომასი“ იყო. ევაკუირებული იყო ათობით ათასი ადგილობრივი მოსახლე, ხანძარს ათასობით მეხანძრე აქრობდა. „ტომასი“ კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე ძლიერ ხანძრად ითვლება. 


ყველა ახალი ამბავი
0