ირანული დათბობა: პირველად 1979 წლის შემდეგ თეირანში გერმანული პოპ-ჯგუფი გამოვა

© photo: Sputnikთეირანი
თეირანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანული ვებგვერდი Tik8, რომელიც კულტურული ღონისძიებების ბილეთების რეალიზაციითაა დაკავებული, წერს, რომ 11-12 დეკემბრის კონცერტებზე სრული ანშლაგი იქნება.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. გერმანული ელექტრონული მუსიკის პოპ-ჯგუფი Schiller-ი პირველი დასავლური კოლექტივია, რომელიც ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ გამოვა კონცერტებით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ამის თაობაზე წერს თავად ჯგუფის ვებგვერდი.

„Schiller-ი ხუთ ექსკლუზიურ კონცერტს ჩაატარებს თეირანში 11-15 დეკემბერს“, — ნათქვამია საიტზე განთავსებულ განცხადებაში.

ირანული ვებგვერდი Tik8, რომელიც კულტურული ღონისძიებების ბილეთების რეალიზაციითაა დაკავებული, წერს, რომ 11-12 დეკემბრის კონცერტებზე სრული ანშლაგი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0