კიევში დღეს საპროტესტო მარში გაიმართება

© photo: Sputnik / Alexey Furman / გადასვლა მედიაბანკშიდამოუკიდებლობის სტელა კიევში
დამოუკიდებლობის სტელა კიევში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველები საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს მშვიდობიანი აქციების ჩატარებაში ხელს არ შეუშლიან

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. კვირას კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაანონსებული საპროტესტო მარში გაიმართება, რომელზეც მომიტინგეები უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი  პარასკევს, გვიან ღამით კიევში, ყოფილი პოლიციელის, იური პოკინბოროდას სახლში  დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. იზოლატორიდან მან თავის მხარდამჭერებს Facebook-ის საშუალებით მიმართა და კვირას მარშში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ასევე მან უვადო შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
რა ვითარებაში იმყოფება კიევში დაკავებული მიხეილ სააკაშვილი - ადვოკატი

 „არ შეგეშინდეთ, ისინი ძალზე სუსტნი არიან, მათ ეს თავადაც ესმით და ამიტომაც ასე ძალიან ეშინიათ! ისინი ვერ შეგვაშინებენ! მოგიწოდებთ ყველას გამოხვიდეთ ქუჩაში და აჩვენოთ ამ ბანდას, რომ უკრაინაში მასპინძელი ხალხია და არა ისინი! 10 დეკემბერი, 12:00 საათი, შევჩენკოს პარკი. იქ ყველა უნდა იყოს!“, — წერს სააკაშვილი.

უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ზორიან შკირიაკმა განაცხადა, რომ სამართალდამცველები საქართველოს ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერების მშვიდობიან აქციებს ხელს არ შეუძლიან, თუმცა მომიტინგეთა უსაფრთხოებას დაიცავენ, იუწყება РИА Новости.

„შეგიძლიათ თამამად გამოხვიდეთ მშვიდობიან პროტესტზე ან მიტინგზე. ჩვენი დანაყოფები ზედმიწევნით დაიცავენ მომიტინგეებს და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ნორმალურ ჩატარებას ყველანაირად ხელს შეუწყობენ, რათა საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა ყველამ შეძლოს“, — დაწერა შკირიაკმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0