სანდრა რულოვსი: მიშას დაკავების მიზანი მისი გაჩუმებაა

© REUTERS / David Mdzinarishviliსანდრა რულოვსი
სანდრა რულოვსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანდრა რულოვსმა სოცшალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც სააკაშვილის იდეალების დასაცავად მის მხარდამჭერებს ხმის ამაღლებისკენ მოუწოდებს

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი სააკაშვილის უკრაინაში დაკავების ფაქტთან დაკავშირებით  განცხადებას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი  პარასკევს, გვიან ღამით კიევში, ყოფილი პოლიციელის, იური პოკინბოროდას სახლში  დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. ცოტა ხნის წინ მან უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი პოლიტიკოსის მხარდამჭერებს მოუწოდებს აიმაღლონ ხმა და სააკაშვილის იდეალები დაიცვან. ის აცხადებს, რომ სააკაშვილის დაკავებას მხოლოდ პოლიტიკური საფუძველი აქვს.

სააკაშვილის დაკავება - Sputnik საქართველო
სოციალური ქსელით მიხეილ სააკაშვილის წერილობითი მიმართვა ვრცელდება

„აშკარაა, რომ მიშას დაკავებას მხოლოდ პოლიტიკური საფუძველი აქვს. მას ემუქრებოდნენ იმ მომენტიდან, როცა, დაახლოებით 1 წლის წინ, ის ოპოზიციაში გადავიდა. ამ საფრთხეების მიუხედავად, მან მაინც გადაწყვიტა დაბრუნებულიყო პოლონეთიდან უკრაინაში და გაეგრძელებინა დაუღალავი ბრძოლა უკრაინისთვის“, — წერს რულოვსი.

სანდრა რულოვსის თქმით, სააკაშვილმა უკრაინაში დაახლოებით ერთი წლის წინ კორუფციას ბრძოლა გამოუცხადა, რისთვისაც უკრაინის პრეზიდენტი და მისი გუნდის წევრები მზად არ აღმოჩნდნენ.

„მიშა სწრაფად უახლოვდებოდა მათ ბიზნეს–ინტერესებს და მათ მრავალმილიარდიან იმპერიებს. შესაბამისად, მას ებრძოდნენ და მის ინიციატივებს ბლოკავდნენ. როცა მან ოპოზიციური პარტია ჩამოაყალიბა, უკრაინის პრეზიდენტმა მიშას იმ მომენტისთვის მისი ერთადერთი — უკრაინული — მოქალაქეობა წაართვა“, — აცხადება სანდრა რულოვსი.

კიევი. დამოუკიდებლობის სტელა - Sputnik საქართველო
ყოფილი პოლიციელი, რომლის ბინაშიც სააკაშვილი დააკავეს, განცხადებას ავრცელებს

უკრაინის ხელისუფლების მიერ სააკაშვილის დაკავებას ის ლაჩრულ საქციელს უწოდებს. 

„ამჟამად ჩვენ მოწმენი ვართ უკრაინის ხელისუფლების უაღრესად ლაჩრული საქციელისა: მოქალაქეობაჩამორთმეული პირის დაკავება შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე, რომელთა ერთადერთი მიზანი მისი გაჩუმებაა. ეს ვერ იმუშავებს“, — წერს სანდრა რულოვსი.

პოლიტიკოსის მეუღლე იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო მხარდაჭერის დახმარებით დადასტურდება, რომ სააკაშვილის დაკავება უკანონოა.

 

ყველა ახალი ამბავი
0