სააკაშვილის მხარდამჭერებსა და ძალოვნებს შორის დაპირისპირება მოხდა - ვიდეოკადრები

© REUTERS / Gleb Garanichდაპირისპირება სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის
დაპირისპირება სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგამოძიებო იზოლატორიდან ათობით ავრტობუსი გამოვიდა, ამავე დროს იზოლატორშიც ძალოვნების ავტომობილები შევიდა

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა გვერდზე გაწიეს სააკაშვილის მხარდამჭერები და გაათავისუფლეს ავტობუსებისთვის გასასვლელი იზოლატორთან, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება, იუწყება РИА Новости ტელეარხ 112 Украина-ზე დაყრდნობით.

კიევი. დამოუკიდებლობის სტელა - Sputnik საქართველო
ყოფილი პოლიციელი, რომლის ბინაშიც სააკაშვილი დააკავეს, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი  პარასკევს, გვიან ღამით კიევში, ყოფილი პოლიციელის, იური პაკინბოროდას სახლში  დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება, რომლის წინ პოლიტიკოსის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

„სამართალდამცველებმა გვერდზე გაწიეს სააკაშვილის მხარდამჭერები, რომლებიც იზოლატორთან შეიკრიბნენ“, — იუწყება ტელეარხი.

იზოლატორთან მისასვლელი შაბათ დილით პოლიტიკოსის მხარდამჭერებმა გადაკეტეს, სადაც მათ მცირე ბარიკადები ააგეს. მაგრამ ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მათ გვერდზე გაწიეს აქტივისტები, რის შემდეგ იზოლატორში შევიდა და ასევე იზოლატორიდან გამოვიდა ძალოვნების და ეროვნული გვარდიის ათობით ავტობუსი და ავტომობილი. 

ძალოვნების ნაწილი საგამოძიებო იზოლატორისკენ მიემართება.

რატომ მოხდა ავტობუსების ასეთი ორმხრივი გადაადგილება, ჯერჯერობით გაურკვეველია.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მხრიდან ისმოდა პროტესტის სიტყვები, თუმცა ჯერჯერობით შეტაკებები არ მომხდარა.

ყველა ახალი ამბავი
0