ყოფილი პოლიციელი, რომლის ბინაშიც სააკაშვილი დააკავეს, განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Alexey Furman / გადასვლა მედიაბანკშიკიევი. დამოუკიდებლობის სტელა
კიევი. დამოუკიდებლობის სტელა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლუგანსკის ოლქის ყოფილი უფროსი იური პოკინბოროდა საკუთარი გამოძიების ჩატარებას აპირებს

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ყოფილი პოლიციელი იური პაკინბოროდა, რომლის სახლში საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავეს, საკუთარ სავარაუდო ლიკვიდაციაზე საუბრობს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).

საგამოძიებო იზოლატორი - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა იზოლატორში უვადო შიმშილობა გამოაცხადა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი  პარასკევს, გვიან ღამით კიევში, ყოფილი პოლიციელის, იური პაკინბოროდას სახლში  დააკავეს.

„დღეს ჩემს ბინაში დააკავეს მიხეილ სააკაშვილი… კანონის თანახმად, იზოლატორში უნდა გადავეყვანე მეც, მაგრამ მე არ დამაკავეს. ვვარაუდობ, რომ სურთ, მახე დამიგონ და სააკაშვილის დაკავებაში დამნაშავე გამომიყვანონ“, — აცხადებს პოკინბოროდა.

ყოფილი პოლიციელი საკუთარი გამოძიების ჩატარებას აპირებს.

„მე ჩავატარებ საკუთარ გამოძიებას ამასთან დაკავშირებით. თუ უახლოეს დღეებში მე რამე დამემართება, ეს ნიშნავს, რომ სწორ კვალზე გავედი“, — აცხადებს იური პოკინბოროდა. 

უკრაინის შსს-ს პრესმდივან არტიომ შევჩენკოს თქმით, იური პოკონბოროდა ხუთი თვის წინ ლუგანსკის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან შტატების შემცირების შემდეგ მოხსნეს. პრესმდივნის თქმით, ამჟამად პოკინბოროდა სამართალდამცავი ორგანოების მოქმედ თანამშრომელს არ წარმოადგენს და მის მიმართ ძალოვან სტრუქტურებს ჯერჯერობით პრეტენზიები არ გააჩნია, იუწყება Риа Новости.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
ვერსია: მიხეილ სააკაშვილი შსს–ს ერთ–ერთი მაღალჩინოსნის ბინაში დააკავეს

უკრაინის გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, დაკავებულ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ზომად შეეფარდოს შინაპატიმრობა ელექტრონული ბრასლეტის ტარებით. გენერალური პროკურორის პრესმდივნის, ლარისა სარგანის თქმით, სასამართლო მოსმენა, სავარაუდოდ, შაბათს შედგება.

პირველადი საგამოძიებო მოქმედებები მიხეილ სააკაშვილის მიმართ ღამით დასრულდა.

უკრაინის შსს–ს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი კიევში ოტრადნაიას ქუჩაზე დააკავეს, აღნიშნული ოპერაციის დროს არავინ დაშავებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პოლიციელის, იური პოკინბოროდას ბინაში სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კარვების ქალაქიდან გადაიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0