06:13 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
კრიპტოვალუტა ბიტკოინი

NiceHash-ის კრიპტოსერვისიდან 64 მლნ-მდე დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს

© Sputnik/ Vladimir Astapkovich
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (372)
44 0 0

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინების ღირებულებამ ბოლო დღეებში რეკორდული ნახტომი გააკეთა და ამ დროისათვის ერთი ბიტკოინის ფასი დაახლოებით 13 ათასი დოლარია.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. სლოვენიურმა კრიპტოვალუტურმა კომპანია NiceHash-მა 63,92 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინები იზარალა ჰაკერული შეტევის გამო.

„ეს მაღალი დონის პროფესიონალური შეტევა იყო რთული სოციალური ინჟინერიით“, — განუცხადა NiceHash-ის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა ანდრეი შკრაბამ Reuters-ს.

სულ NiceHash-მა 4700 ბიტკოინი დაკარგა, რის შემდეგაც 24 საათით გაჩერებული ჰქონდა ფუნქციონირება.

კომპანიაში განაცხადეს, რომ უკვე დაუკავშირდნენ სამართალდამცველ ორგანოებს. NiceHash-ში პირობა დადეს, რომ სერვისის დაცვასა და უსაფრთხოებას კიდევ უფრო დახვეწენ, პარალელურად კი მომხმარებლებს პაროლების გამოცვლას ურჩევენ.

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინების ღირებულებამ ბოლო დღეებში რეკორდული ნახტომი გააკეთა და ამ დროისათვის ერთი ბიტკოინის ფასი დაახლოებით 13 ათასი აშშ დოლარია.

თემები:
მსოფლიო დღეს (372)

მთავარი თემები