ბანაობა ჩაეშალა: სააკაშვილმა შხაპის მისაღებად სასტუმროში შეჭრა სცადა

© AP Photo / Evgeniy Maloletkaმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილს სასტუმროს რომელიმე ნომერში შესვლისა და ბანაობის მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა, რის შემდეგაც ის კვლავ კარვებს დაუბრუნდა

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის მიერ ძებნაში გამოცხადებულმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით სასტუმრო „კიევში“ შეჭრა სცადა, რათა შხაპი მიეღო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რადის დეპუტატ ანტონ გერაშჩენკოზე დაყრდნობით.

„ფემენის“ აქტივისტი - Sputnik საქართველო
შიშველი კიეველი ქალი სააკაშვილ-პოროშენკოს წინააღმდეგ: მოუსვით უკრაინიდან!

გერაშჩენკოს თქმით,  სააკაშვილმა გარს ბოევიკები შემოიკრიბა, პოლიცია კი, სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, მკვეთრ ნაბიჯებს არ დგამს.

„სააკაშვილის სურვილი — ეს ბევრი სისხლის დაღვრაა, რათა აჩვენოს, გვირტყამენო. ჩვენ არ მივცემთ მას ამის შანსს. დღეს მან მეორედ სცადა სასტუმრო „კიევში“ შეჭრა რათა ვინმესთან რომელიმე ნომერში შესულიყო დასაბანად, მაგრამ არ შეუშვეს“, — განაცხადა რადის დეპუტატმა ტელეარხ NewsOne-ს ეთერში.

გერაშჩენკოს განცხადებით, ძებნილი პოლიტიკოსის მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა, რის შემდეგაც ის კვლავ კარვების ქალაქში დაბრუნდა.

ყველა ახალი ამბავი
0