06:20 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი

ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა ტერეზა მეიზე თავდასხმა აღკვეთეს

© REUTERS/ PETER NICHOLLS
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (372)
17 0 0

ეჭვმიტანილები, რომლებსაც ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდათ, პოლიციური რეიდის დროს დააკავეს

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის (MI5) ხელმძღვანელმა ენდრიუ პარკერმა განაცხადა, რომ სპეცსამსახურებმა დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეიზე თავდასხმას გეგმავდნენ, იუწყება ტელეარხი CNN.

თავდასხმის სავარაუდო მონაწილეები გასულ კვირაში ლონდონსა და ბირმინგემში დააკავეს. სპეცსამსახურების მონაცემებით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ბომბიანი ჩანთის განთავსებას პრემიერის რეზიდენციის შესასვლელთან გეგმავდა, შემდეგ კი ქაოსის დროს ტერეზა მეიზე დანით თავდასხმას აპირებდა. მეორე თავდასხმა თვითმკვლელის ქამრის, წიწაკიანი აეროზოლისა და დანის გამოყენებით იგეგმებოდა.

ლონდონის პოლიციაში 5 დეკემბერს განაცხადეს, რომ 20 წლის ლონდონელ ნააჰიმურ ზაქარია რაჰმანსა და 21 წლის ბირმინგემელ მოჰამედ აქიბ იმრანს წარედგინათ ბრალი ტერაქტის მომზადებაში.

ორივე ეჭვმიტანილს გირაოს უფლების გარეშე პატიმრობა შეეფარდა, სასამართლო 20 დეკემბერს დაინიშნა.


თემები:
მსოფლიო დღეს (372)

მთავარი თემები