16:32 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის გენპროკურატურა: სააკაშვილმა რადის კომიტეტი დაიკავა

© REUTERS/ Oleh Tereshchenko
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
სიახლეები უკრაინიდან: ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ (22)
277 0 0

სააკაშვილის მომხრეებმა შეამტვრიეს ოთახის კარი და იქიდან სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი გაათრიეს

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელზეც უკრაინაში ძებნაა გამოცხადებული, მომხრეებთან ერთად დაიკავა ფართი სასტუმრო „კიევში“, სადაც რადის კომიტეტი იყო განთავსებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოზე დაყრდნობით.

„[სააკაშვილმა] ბოევიკების ჯგუფთან ერთად დაიკავა უმაღლესი რადის კომიტეტი, რომელიც სასტუმრო „კიევში“ მდებარეობს. მათ შეამტვრიეს კარი და გაათრიეს იქიდან სახელმწიფო დაცვის სამსახურის ერთი თანამშრომელი“, — განაცხადა ლუცენკომ რადაში გამოსვლისას.

მისი თქმით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

მანამდე იური ლუცენკო აცხადებდა, რომ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ახლო გარემოცვა, კერძოდ, ბიზმესმენი სერგეი კურჩენკო აფინანსებდა და ის მიმართული იყო სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ უკრაინაში. თავად სააკაშვილი ბრალდებას უარყოფს.

თემები:
სიახლეები უკრაინიდან: ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ (22)

მთავარი თემები