23:41 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მიხეილ სააკაშვილი ნაცემ მხარდამჭერებთან ერთად

კიევური ეპოპეა: რადასთან შეხლა-შემოხლაში 16 ადამიანი დაშავდა

© REUTERS/ Oleh Tereshchenko
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (382)
8311

მანამდე პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხლა-შემოხლაში 13 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 11 სამართალდამცველი სტრუქტრურების თანამშრომელი, ხოლო ორი სამოქალქო პირი იყო.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. კიევში, რადის სიახლოვეს მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიერ მოწყობილ კარვების ქალაქში მომხდარ შეხლა-შემოხლაში დაშავებულთა რაოდენობამ ამ დროისათვის 16 ადამიანი შეადგინა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

მანამდე საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ დილით უცნობი პირები კარვების ქალაქს დაესხნენ თავს და მისი მხარდამჭერები სცემეს.

პოლიციამ განმარტა, რომ კარვების ქალაქში სააკაშვილს ეძებდა, რომელზეც ოფიციალური ძებნაა გამოცხადებული, რა დროსაც პოლიტიკოსის მომხრეებმა პროვოკაციები მოაწყეს, თუმცა სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

მოგვიანებით პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხლა-შემოხლაში 13 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 11 სამართალდამცველი სტრუქტრურების თანამშრომელი, ხოლო ორი სამოქალქო პირი იყო.

მედიკოსების წინასწარი მონაცემებით, დაშავებულ პოლიციელებს თავის ტვინის დახურული ტრავმები, მოტეხილობები და კიდურების დაზიანებები აღენიშნებათ.

თემები:
მსოფლიო დღეს (382)

მთავარი თემები